Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის ჩასატარებლად, განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა შაბათს. თუმცა ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად თეთრი სახლი პუტინთან ორმხრივ შეხვედრას გეგმავს მისივე თხოვნის შესაბამისად.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე, 15 აგვისტოს გაიმართება.
ევროპელი ლიდერების განცხადებით, უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება, გადაწყდეს უკრაინის გარეშე.