„ვულკანი“ - ამერიკამ კოსმოსში წარმატებით გაუშვა ახალი რაკეტა

12 აგვისტოს, კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურიდან (Space Launch Complex-41), United Launch Alliance-ის (ULA) ახალი რაკეტა Vulcan Centaur-ი გაუშვა.

ამერიკულმა კომპანიამ აშშ-ის კოსმოსური ძალების (USSF) მისია USSF-106 შეასრულა. ერვონული უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში,ეს კომპანიის პირველი ასეთი მისია იყო. რაკეტამ წარმატებით მიაღწია გეოსინქრონულ ორბიტას (GEO).


რა არის Vulcan Centaur?

Vulcan Centaur არის ახალი თაობის რაკეტა, რომელიც აშშ-ის კოსმოსური ძალების ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური გაშვების (NSSL) პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. ეს რაკეტა აღჭურვილია Centaur V-ის უპირატესობით, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მაღალ ენერგიას და გამძლეობას წინა მოდელებთან შედარებით. Vulcan-ის მიზანია აშშ-ის კოსმოსური შესაძლებლობების გაძლიერება და კონკურენცია ისეთ სხვა კომპანიებთან, როგორიცაა SpaceX.


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ახალი ეტაპი აშშ-ის კოსმოსური უსაფრთხოების სფეროში. Vulcan Centaur-ის წარმატებული გაშვება ადასტურებს რაკეტის სანდოობას და შესაძლებლობას, შეასრულოს ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური მისია. ULA-ს პრეზიდენტმა ტორი ბრუნომ აღნიშნა, რომ Vulcan-ი არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა, რომელიც აშშ-ის კოსმოსური შესაძლებლობების გაფართოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.