ალასკაში ტრამპისა და პუტინის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ბელორუსის ლიდერს, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს ალექსანდრე ლუკაშენკოს, იტყობინება ბელორუსის სახელმწიფო მედია.
ტრამპი სოციალურ ქსელში წერს რომ, სატელეფონო ზარის მიზანი იყო ის, რომ ლუკაშენკოსთვის მადლობა გადაეხადა 16 პატიმრის გათავისუფლების გამო. ამასთან, 1300 პატიმრის გათავისუფლებაზეც იყო საუბარი. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მომავალში ლუკაშენკოსთან შეხვედრას ელოდება.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა ბელორუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. ძალიან კარგი საუბარი იყო. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, ალასკაზე პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი. მომავალში მე ველი პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას,“ წერს დონალდ ტრამპი.