ტრამპი და პუტინი ალასკის სამხედრო აეროდრომზე შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებებს მართავენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ალასკაზე, ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო აეროდრომზე დახვდა. 

Reuters-ი წერს, რომ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით შეხვედრაზე კიევის ოფიციალური პირები არ იმყოფებიან.


სააგენტო მიუთითებს, რომ ტრამპს პარასკევსვე ცეცხლის შეწყვეტა სურს, თუმცა მან ასევე მეორე შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.

კრემლმა განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა, ექვს ან შვიდ საათს გაგრძელდეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ამერიკის იმედი აქვს. Reuters-ი ასევე წერს, რომ პუტინს ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ახალ შეთანხმებაზე წინადადება აქვს.


თეთრი სახლის პრესმდივნის კეროლაინ ლევიტის თქმით, სამი-სამზე - შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. პუტინს შეუერთდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი.