დღეს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შეხვდება.
დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. გავრცელებული ცნობით, ევროპული ქვეყნების ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტი თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.
დონალდ ტრამპი NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.
უფრო ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორშაბათს, 18 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე; დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი; ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი; გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი; ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი; საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი დაესწრებიან. ეს ცნობა თავად ევროპელი ლიდერების ოფისებში დაადასტურეს.