რუტეს თქმით, უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები განიხილება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი განხილვის საგანი არ არის, თუმცა მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მიმდინარეობს.


„სიტუაცია შემდეგია - აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ არიან. NATO-ს ოფიციალური პოზიცია კი ის არის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზა შეუქცევადია. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, NATO-ში გაწევრიანება არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე და ის, თუ ზუსტად რას გულისხმობს ეს, ამას ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილავთ,“ - განაცხადა მარკ რუტემ.