აზიის განვითარების ბანკი პაკისტანის დაზიანებული რკინიგზის სისტემის ნაწილის განახლებას დააფინანსებს, რითაც ჩინეთს ჩაანაცვლებს მას შემდეგ, რაც პეკინისგან დაფინანსების მოპოვება ხანგრძლივად შეფერხდა.
Reuters-ის წყაროების ცნობით, ეს დაბრკოლება სტრატეგიული სამთო მოპოვების პროექტს საფრთხეს უქმნის.
საუბარია ქვეყნის სამხრეთით მდებარე სარკინიგზო ხაზის 500 კმ-იანი მონაკვეთის განახლებაზე, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდი დოლარია.
რკინიგზის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია ჩინეთმა პაკისტანში, 2015 წელს, „ერთ სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში გამოცხადებული 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროგრამის ცენტრალური ნაწილი იყო. თუმცა ათწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, რკინიგზის განახლების დაფინანსების პაკეტი არ შემუშავებულა. ამასობაში, პაკისტანი სხვა პროექტებისთვის ჩინეთის მიერ გადასახდელი ვალის დაფარვას ცდილობს.
პაკისტანის რკინიგზაში კომენტარი არ გაკეთებულა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, Reuters-თან განაცხადა, რომ „ჩინეთისა და პაკისტანის მეგობრობა რკინასავით მტკიცეა და ისინი ყველა პირობებში სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან.“
აზიის განვითარების ბანკმა ფინანსური პაკეტის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. თუმცა ფინანსურ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ პაკისტანის მთავრობა და რეგიონული კრედიტორი „რეგულარულ დისკუსიებს აწარმოებენ რკინიგზის სექტორის განვითარებაზე.“
Reuters-ი წერს, რომ გარიგების შესახებ ამ თვის ბოლოს გამოცხადდება. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკი უხელმძღვანელებს კონსორციუმს, რომელიც პროექტს დააფინანსებს.