„მანათობელი გზები“ - ავსტრალია გზის სახიფათო მონაკვეთზე ავარიების შემცირებისთვის, ტექნოლოგიას ცდის

  • ავსტრალიაში, გზაზე შექმნეს სპეციალური ხაზები, რომლებიც ღამით ანათებს, რომ მძღოლებმა გზა უკეთ დაინახონ.
  • ჯერ ერთ მონაკვეთზე სცადეს და 6 თვეში ავარიების რიცხვი 67%-ით შემცირდა.
  • ახლა სურთ, რომ ეს „მანათობელი“ ხაზები სხვა გზებზეც სცადონ, რადგან ეფექტიანია და უსაფრთხოებას ზრდის. გამოკითხული მძღოლების 83-მა პროცენტმა განაცხადა, რომ „ჭკვიანი ტექნოლოგია“ შტატის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზის მონაკვეთზე „მზარდ სიმშვიდეს“ უზრუნველყოფს. ნაგებობა ბულლის უღელტეხილზე, სიდნეის სამხრეთით,  დეკემბერში დამონტაჟდა. ეს ტერიტორია შეირჩა მას შემდეგ, რაც 12 თვის განმავლობაში თითქმის ავარიის 125 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ უღელტეხილს ინტენსიურად იყენებენ დიდი სატვირთო მანქანებისა და მოტოციკლების მძღოლები - ახალი მონიშვნები „ციცაბო დაღმართის შუა ნაწილში დამონტაჟდა, რათა მკვეთრი მოსახვევის შესახებ ცნობიერება გაზარდონ.“

ავსტრალიაში უსაფრთხო გზისთვის ახალ ტექნოლოგიას ტესტავენ — საგზაო ნიშნები და საფარი სპეციალური ფოტოლუმინესცენტური საღებავით დაფარეს. ეს საღებავი დღის განმავლობაში მზის ენერგიას შთანთქავს და ღამით რბილ ნათებას გამოჰყოფს, რაც გზის ხილვადობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.


ელექტროენერგიის გარეშე -  „მანათობელი“ გზები მანქანების უსაფრთხო მოძრაობას ხელს უწყობს, განსაკუთრებით - ღამის საათებში - ამცირებს გარე განათების საჭიროებას, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად კვეცს.

თუ პროექტი წარმატებით დასრულდება, ეს ინოვაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უფრო უსაფრთხო და მდგრადი გზების განვითარების მიმართულებით.


ინოვაციური მეთოდი თავდაპირველად, ავსტრალიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში, ახალი სამხრეთ უელსის სახიფათო გზატკეცილის 200 მეტრიან მონაკვეთზე გამოსცადეს, რათა მძღოლების უსაფრთხოება გაეზარდათ და დახმარებოდნენ მათ, რომ დაბალი ხილვადობის მქონე გზებზე, მონიშვნები უკეთესად დაენახათ.