AFP-ის ცნობით, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები 27 აგვისტოს მოლდოვას ეწვევიან, რათა საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაწყებამდე მხარდაჭერა გამოხატონ. 27 აგვისტოს მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეა.
სანდუს პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია (PAS) მომავალ არჩევნებში პრორუსული სოციალისტური პარტიისა და მისი მოკავშირეების გამოწვევას აწყდება.
მოლდოვის პრეზიდენტმა გასულ წელს ხელახალი არჩევნები მცირე უპირატესობით მოიგო.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 ივლისს პირობა დადო, რომ ევროკავშირი დაეხმარება მოლდოვას, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ავტოკრატიის აგენტების“ ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავი დაიცვას.