Politico: ტრამპმა ორბანი დაარწმუნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას აღარ შეეწინააღმდეგოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარწმუნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას აღარ შეეწინააღმდეგოს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა politico წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


Politico-სთან საუბარში ორმა ევროპელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ, ბუდაპეშტზე ზეწოლის გათვალისწინებით, უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩიხის გარღვევა მომავალ თვეებში იქნება შესაძლებელი. ამასთან, ევროკავშირი კიევისა და კიშინიოვის განაცხადების განხილვის გამიჯვნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა უკრაინის პრობლემებმა მეზობლის ევროპულ ინტეგრაციას ხელი არ შეუშალოს.


გასულ კვირას Bloomberg-ი წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილა, რატომ ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაურეკა.