თურქეთი და სირია დღეიდან იწყებენ 24-საათიან უფასო სატრანზიტო ვაჭრობას საერთო საზღვრებზე არსებულ ორ საბაჟო გამსვლელ პუნქტზე.
„24-საათიანი სატრანზიტო ვაჭრობა უფასო იქნება ორ საბაჟო გასასვლელზე: თურქეთის ჩილვეგოზუსა და ონჯუპინარში, ასევე, სირიის ბაბელ ეარსა და ბაბუსელამში,“ - განაცხადა ომერ ბოლატმა.
ბოლატმა განაცხადა, რომ ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შექმნას, საბაჟო თანამშრომლობას და ტრენინგებს.