NATO-ს წევრებმა აშშ-სგან უკრაინისთვის $2 მილიარდის იარაღი შეისყიდეს

აგვისტოს დასაწყისიდან NATO-ს წევრმა ქვეყნებმა აშშ-სგან უკრაინისთვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინეს.

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინას იარაღი აგვისტოს დასაწყისში დაწყებული სქემის ფარგლებში მიეწოდა.