ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ - Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწ,ყვიტონ.


კერძოდ, სააგენტო თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ევროპამ რუსული ნავთობის შეძენა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში ეხმარება.


ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებითვე, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ „რუსეთის ომის დაფინანსების გამო ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა მოახდინონ.“


„პრეზიდენტმა მაკრონმა და ევროპელმა ლიდერებმა პრეზიდენტ ტრამპს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისას დაურეკეს. ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპამ რუსული ნავთობის შეძენა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს ომის დაფინანსებას ახდენს. რუსეთმა ბოლო ერთ წელიწადში საწვავის გაყიდვით ევროკავშირისგან 1,1 მილიარდი ევრო მიიღო,“ - განუცხადა Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა.