ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებთან დაკავშირებით, აშშ-მ და ევროპამ ერთად იმოქმედონ.
„ტრამპის მიდგომაა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ერთად ვიმოქმედოთ და ვიპოვოთ გზები, რათა რუსეთის სამხედრო მანქანა ეკონომიკური საშუალებებით შევაჩეროთ,“ - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბის თქმით, დამატებითი სანქციები რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ განიხილება.
„ამ შემთხვევაში ორი სამიზნეა, გაზი და ნავთობი. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები ამ საკითხს მომდევნო 24 საათის განმავლობაში განიხილავენ,“ - აღნიშნა სტუბმა.