ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი მოსკოვში მიწვევით შეხვედრის გადადებას ცდილობს.
„მოსკოვში წასვლა არ შემიძლია მაშინ, როცა ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად რაკეტებისა და თავდასხმების ქვეშ არის. ამ ტერორისტის დედაქალაქში ვერ ჩავალ და პუტინი ამას ხვდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, „პუტინის ნდობა არ შეიძლება და ის აშშ-ს ეთამაშება.“
„თუ ადამიანს ომის დროს შეხვედრა არ სურს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია, ისეთი რამ შემოგვთავაზოს, რაც ჩემთვის ან სხვებისთვის მიუღებელი იქნება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.