ტრამპი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.


მეფე ჩარლზ III აშშ-ის პრეზიდენტს და პირველ ლედის მელანია ტრამპს ვინძორის ციხესიმაგრეში ორდღიან ღონისძიებებზე უმასპინძლებსტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტით მიიწვიეს - მისი პირველი ვიზიტი 2019 წელს შედგა. ტრამპს დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ოფიციალური პირი შეუერთდება. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკვე ლონდონშია.



BBC-ის ცნობით, ტრამპი დიდ ბრიტანეთში Boeing 747-200B-ის ტიპის თვითმფრინავით ჩავიდა, რომელიც ცნობილია როგორც Air Force One.