ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დამოკიდებულების შესამცირებლად, ინდოეთის მსგავს ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებების დადება უნდა განიხილოს, რადგან აშშ-ის მიერ იმპორტზე დაწესებული მაღალი ტარიფები ბლოკს თავისი კავშირების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს.
ლაიენის განცხადებით, წელს ინდოეთთან შეთანხმების გაფორმება სურთ.
„ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკასთან, მალაიზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმების გაფორმების მიმართ ერთგულება ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 17 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა.