ზელენსკი: ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, რომელზეც თანამედროვე რუსეთის ფედერაცია სრულად არის დამოკიდებული. ზელენსკის თქმით, პეკინს აქვს ძალა, აიძულოს მოსკოვი, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც პუტინი საზღვარგარეთ ჩადის - პეკინში თუ სხვაგან - ეს მხოლოდ მკვლელობებისთვის მეტი დროის მოსაგებად ხდება, თავის მოჩვენებით, თითქოს, დიპლომატია სურს.


„ჩინეთს რომ ნამდვილად სურდეს ამ ომის დასრულება, მას შეუძლია, მოსკოვი აიძულოს, ეს შემოჭრა შეაჩეროს. ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია, მაგრამ ჩინეთი დუმს და გულგრილად მოქმედებს მშვიდობისთვის მოქმედების ნაცვლად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


ზელენსკის თქმით, პუტინს ეშინია უკრაინასთან და მსოფლიოსთან წინაშე დგომის. ის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე აგზავნის დელეგაციებს, რომლებსაც არ შეუძლიათ და არ სურთ სისხლისღვრის შეჩერება.

„აქ რუსეთის წარმომადგენელია წარმოდგენილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ის არ არის ის, ვინც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამ კაცს ეშინია უკრაინასთან და მსოფლიოსთან პირისპირ დაჯდომა და ღიად აღიარება, რომ მას მხოლოდ ომი სურს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.