რუსული ნავთობის იმპორტი თურქეთში, სექტემბერში, აპრილიდან მოყოლებული ყველაზე დაბალ დონეს აღწევს. თურქეთი ინდოეთის შემდეგ, ურალის ტიპის ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე იმპორტიორია.
LSEG-ის მონაცემებით, თურქეთის მიერ ნავთობის იმპორტი სექტემბერში დაახლოებით 1.2 მილიონ ტონას შეადგენს, მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში თვეში დაახლოებით 1.6 მილიონ ტონასთან შედარებით.
თურქეთის ორი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, Tupras და SOCAR-ის მიერ კონტროლირებადი STAR ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რუსული ნავთობის მყიდველები არიან.
LSEG-ის პარასკევის მონაცემებით, სექტემბერში Tupras-მა დაახლოებით 700,000 ტონა ურალის ტიპის რუსული ნედლი ნავთობი შეიძინა, ხოლო STAR-მა მხოლოდ დაახლოებით 500,000 ტონა, რაც ივნისსა და ივლისში შეძენილი რაოდენობის თითქმის ნახევარია.
მონაცემები შესაძლოა, თვის ბოლოს განახლდეს. Tupras-მა რუსული ნავთობის შესყიდვები წლის დასაწყისში ფასებზე ლიმიტის გამო ადრე შეამცირა, მაგრამ შემდეგ შესყიდვები განაახლა მას შემდეგ, რაც რუსული ნავთობის ფასები ბარელზე 60 დოლარზე დაბლა დაეცა. ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე ფასების უფრო დაბალი ლიმიტი დააწესეს, რომელიც საბაზრო ფასზე დაახლოებით 15%-ით ნაკლებია - დაახლოებით, 47.6 აშშ დოლარი ბარელზე.