ენერგეტიკის ექსპერტი: ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს

"თუ ნამახვანიჰესი აშენდება ყველა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და პროექტი მაღალ დონეზე იქნება გაკეთებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს", - ამის შესახებ Europetime-ს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განუცხადა.

ენერგეტიკის ექსპერტის განცხადებით, დაახლოებით 20 წლის წინ შემოიღეს ერთი ფანჯრის პრინციპი, გამარტივებული პროცედურები, როცა პროექტირებისთვის და მშენებლობისთვის არავითარი ლიცენზიის მოთხოვნა აღარ ხდება, რაც მისი თქმით ასეთ პროექტებზე არ არის სწორი მიდგომა.

"როგორ შეიძლება ტექნიკური ნაგებობის ექსპერტიზა არ ჩატარდეს, ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან მაღალი დონი სპეციალისტების მიერ?! ამის მაგალითია ავარიები მესტიაჭალაჰესზე, შუახევჰესზე და ა.შ. აღნიშნული ავარიები ძირითადად მოხდა პროექტირებისას დაშვებული შეცდომების გამო. ან მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების მიზეზით. ჩვენ ამ პროექტებს სათანადო ექსპერტიზა ვერ ჩავუტარეთ. სახელმწიფომ ვერც ტექნიკური ზედამხედველობა ვერ განახორციელა, სათანადო დონეზე მშენებლობის პერიოდში.

დღევანდელი მონაცემულობით, კი ბატონო, შეიძლება ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ არ გვაქვს პროექტის ხარისხიან ექსპერტიზის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თავი არ გვყავს საკმარისი კვალიფიციური სპეციალისტები, პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ სხვა ქვეყნიდან მაინც მოვიწვიოთ, კვალიფიციური კომპანიები, რომელიც სათანადო ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს", - აღნიშნა Europetime-სთან პაატა ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მოსახლეობასთან უთანხმოების გამო, საქართველოში 100-ზე მეტი ჰესის პროექტია გაჩერებული. ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე კი აღნიშნავს, რომ წლების წინ ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, სამი ქვეყნიდან 1.5 მილიარდამდე ელექტროენერგიას შეისყიდის, მათ შორის რუსეთიდან. რაც იმას ნიშნავას რომ ყოვეწლიურად, საქართველო რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებული ხდება.

მისივე თქმით, დიდი ჰესების აშენების გარეშე, ქვეყანა ენერგო დამოუკიდებლობას ვერ მიაღწევს, როცა საქართველოს ჰიდრო რესურსის ათვისების უზარმაზარი პოტენციალი აქვს - 40 მილიარდ კილოვატ საათის წარმოება წელიწადში. ქვეყანას შეუძლია არამარტო შიდა მოთხოვნაა დააკმაყოფილოს (12 მილიარდ კილოვატ საათი), ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნადაც იქცეს.

14 მარტს ქუთაისში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. ქალაქის მთავარ მოედანზე ათეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. პირველი ხალხმრავალი საპროტესტო აქციის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანია ENKA Renewables-სა და მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდა. ახალი შეთანხმებით, "ნამახვანი ჰესის" კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ ექსპერტების მიერ პროექტის შექმნისთვის გამოყენებული კვლევების გადამოწმება არ მოხდება.

თუმცა აქციის მონაწილეები, ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობა სრულად შეჩერებას მოითხოვენ. მათი მოთხოვნაა ასევე, თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ რიონის ხეობა დატოვოს, ხეობაში ჰესის მშენებლობის ნებართვა გაუქმდეს და უცხოური კომპანიას 99 წლიანი იჯარით გადაცემული მიწა ჩამოერთვას.