ტრამპი მომავალ კვირას ცენტრალური აზიის ლიდერებს შეხვდება - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ Reuters-ს შეხვედრის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.


სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ, ცენტრალური აზიის ქვეყანაში უზბეკ ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი მომავალ კვირას ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება.


თეთრი სახლის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს Reuters-ის თხოვნას 6 ნოემბრის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელშიც წყაროს თქმით, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.


ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა შაბათ-კვირას განაცხადა, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებდა და ტრამპს მოწვევისთვის წერილში მადლობა გადაუხადა, ნათქვამია Telegram-ზე მისი ოფისის პოსტში.


ტრამპი ამ კვირაში აზიის ტურნეში იმყოფება, მათ შორის, ხუთშაბათს დაგეგმილია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა.