სირიამ კოსოვოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა

სირიამ ოფიციალურად აღიარა კოსოვო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო დამასკო აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის კოსოვოსთან დიპლომატიური ურთიერთობების რაც შეიძლება მალე დამყარებას.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის პრეზიდენტ აჰმად ალ-შარაას, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანსა და კოსოვოს პრეზიდენტ ვიოსა ოსმანის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთგაგების გაღრმავებაზე, მათ შორის, ურთიერთაღიარებისა და თანამშრომლობის საკითხზე.


„ამ კონტექსტში, სირიის არაბული რესპუბლიკა აცხადებს კოსოვოს რესპუბლიკის დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ ოფიციალურ აღიარების შესახებ, რაც ეფუძნება ხალხების თვითგამორკვევის უფლების რწმენას და ბალკანეთსა და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისადმი ერთგულებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.


სირიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეესაბამება მის უფრო ფართო პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს მსოფლიოს ქვეყნებთან თანამშრომლობისა და გახსნილობის გაფართოებას საერთო ინტერესების სამსახურში და ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში.