მედიის ცნობით, აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა

რეპორტიორმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰკითხა: არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ ვენესუელაში დარტყმების განხორციელებას განიხილავთ. ეს სიმართლეა?

ტრამპის პასუხი შემდეგია: არა, ეს საიმართლე არ არის.


მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა. ამ ცნობებს ამერიკული გამოცემები Miami Herald-ი და Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.


Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, დარტყმები ნებისმიერ დროს შეიძლება, განხორციელდეს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით კი, დარტყმების მიზანი სამხედრო ობიექტების განადგურება იქნება, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის გამოიყენება. აშშ-ში თვლიან, რომ ამ ნარკოტრაფიკით დაკავებულია ორგანიზაცია, რომელსაც ვენესუელელი დიქტატორი ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს და მისი რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიერ იმართება.


Miami Herald-ის წყაროების ინფორმაციით, ამერიკულმა დარტყმებმა „რამდენიმე დღეში ან თუნდაც საათში“ გაანადგურონ არამხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ, ნარკოკარტელის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაც მოახდინონ.


Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში სამიზნეები განსაზღვრა, რომელთა შორის სამხედრო ობიქტებია, რომლებიც ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის გამოიყენება. თუ აშშ-ის ხელმძღვანელობა საჰაერო დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს, ეს მკაფიო სიგნალი იქნება ნიკოლას მადუროსთვის, რომ გადადგომის დრო მოვიდა.


Miami Herald-ის წყაროებმა უარი თქვეს, დაეკონკრეტებინათ, არის თუ არა სამიზნე თავად მადურო, მაგრამ ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ მისი დრო დასარულს უახლოვდება.

„მადურო შეიძლება მალე ხაფანგში აღმოჩნდეს და შეიძლება მალე აღმოაჩინოს, რომ ქვეყნიდან გაქცევა არ შეუძლია, რომც გადაწყვიტოს. რაც უარესია მისთვის, ახლა ერთ გენერალზე მეტია, ვისაც მისი დაკავება და გადმოცემა სურს, იმის სრულიად გააზრებით, რომ ერთია სიკვდილზე ისაუბრო, და მეორეა - მის მოახლოებას ხედავდე,“ - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.