„ვიდრე მე თეთრ სახლში ვარ, აშშ კომუნისტური არ გახდება,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ სისულელეს დავასრულებთ. ნიუ-იორკელებს არჩევანი კომუნისტსა და თაღლითს შორის უნდა გაეკეთებინათ და მათ კომუნისტი აირჩიეს. კანდიდატების თვალსაზრისით ოდნავ უკეთესი შეგვეძლო,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ლიდერის შეფასებით, „დემოკრატებმა“ ნიუ-იორკში მერად კომუნისტი დანიშნეს.“
„ამერიკელების წინაშე არსებული არჩევანი ნათელია. ჩვენ არჩევანი კომუნიზმსა და საღ აზრს შორის გვაქვს,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.