აშშ დამასკოში მდებარე ავიაბაზაზე სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს - Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ დამასკოში მდებარე ავიაბაზაზე სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების სირიის დედაქალაქში მდებარე საჰაერო ბაზაზე განლაგება, დამასკოსა და ისრაელს შორის პოტენციური უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმებას ხელს შეუწყობს.


წყაროების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ამერიკელი სამხედროების დამასკოში გაგზავნა, თუმცა ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს თეთრ სახლში მიიღებს სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას. 


ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი 25 წლის განმავლობაში, რომელიც სირიის ლიდერს შეხვდა. აშშ-ის და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა მაისში, საუდის არაბეთში გაიმართა. ტრამპმა ალ-შარაას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდა. ივნისის ბოლოს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც გააუქმა სირიის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების უმეტესობა, რამაც დემოკრატების იშვიათი მოწონება დაიმსახურა.