ანკარა რუსული S-400 სისტემისგან თავის დაღწევის სურვილს გამოხატავს, რამაც შესაძლოა, სანქციების მოხსნას და F-35-ის პროექტში დაბრუნებას შეუწყოს ხელი.
Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ელჩმა თურქეთში ტომ ბარაკმა აბუ დაბიში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ S-400-ის საკითხი შესაძლოა, „მომდევნო ოთხიდან ექვს თვეში“ მოგვარდეს. კითხვაზე, აპირებდა თუ არა ანკარა რუსულ სისტემებზე უარის თქმას, მან ეს შესაძლებლობა დაადასტურა.
თურქეთმა S-400 თითქმის ათი წლის წინ შეიძინა, რაც ყველაზე დიდ გამოწვევას უქმნის მის ურთიერთობებს აშშ-სთან და NATO-სთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა არ გამოიყენება, ანკარას კვლავ აქვს რაკეტები, რადარები და სხვა აღჭურვილობა.