ტრამპი: ხალხს ყოველთვის კატასტროფული, დანაშაულით სავსე ადგილებიდან ვიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმიგრაციისგან გამოწვეულ პრობლემებზე. მან ამით გამოწვეულ უსაფრთხოების რისკებზე გაამახვილა ყურადღება.


„რატომ არ ვიღებთ ხალხს ნორვეგიიდან და შვედეთიდან. ცოტა დანიიდან გამოგზავნეთ. წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ რამდენიმე წესიერი ადამიანი გამოგზავნოთ? ჩვენ ხალხს ყოველთვის სომალიდან და კატასტროფული ადგილებიდან ვიღებთ, არა? ბინძური, საზიზღარი და დანაშაულით სავსე ადგილებიდან, ერთადერთი რაც კარგად შეუძლიათ, გემებზე თავდასხმაა,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.