ტრამპის თქმით, აშშ-მ ვენესუელის სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან დააკავა სანქცირებული ნავთობტანკერი. ნავთობტანკერის დაკავებამ ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია და ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა მკვეთრად გაამწვავა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მანამდე დაკავებულ ტანკერებს შორის ყველაზე დიდია.


ვენესუელას მთავრობა შეერთებული შტატების მიერ ნავთობტანკერის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს აშკარა ქურდობა და საერთაშორისო მეკობრეობის აქტია. ტრამპმა არაერთხელ წამოჭრა აშშ-ის სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა ვენესუელაში. ეს ვენესუელური ნავთობის ტვირთის დაკავების პირველი შემთხვევაა აშშ-ის სანქციების ფონზე, რომლებიც 2019 წლიდან მოქმედებს.


პენტაგონში უფრო ადრე განცხადეს, რომ აშშ-მაწყნარ ოკეანეში ნარკოტიკებით დატვირთული გემები დაბობმა.