დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს პირადი წარწერით საჩუქარი გაუგზავნა

სომხეთის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხეთის ელჩი ნარეკ მკრტჩიანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.


ახლად დანიშნული ელჩებისთვის ღონისძიების ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, ელჩმა ნარეკ მკრტჩიანმა „მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისადმი მისი თანმიმდევრული ძალისხმევისთვის, ასევე, 8 აგვისტოს თეთრ სახლში ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმებისთვის.“


თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომეხი ხალხი იმსახურებს ხანგრძლივ მშვიდობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა სამშვიდობო პროცესის მიმართ.


პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობას და მის მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესის წინსვლაში.


ასევე, პრეზიდენტმა ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მადლიერების ნიშნად პირადი წარწერით საჩუქარი გაუგზავნა.