ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს არსებული წილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავსადგური, უწყებას 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაეცა.


„შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.


სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“მ- ვცდილობთ 18 დეკემბრით დათარიღებულ განკარგულებაში.


ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ტვირთის მიღება მთავრობამ 2029 წლიდან დააანონსა. ამასთან, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ხარჯი, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით 100 მლნ ლარით შემცირდა და 50 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.