სომხეთის საგარეო უწყება განმარტავს, როდის დაიწყება „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობა.
„ტრამპის მარშრუტის“ პროექტის (TRIPP) პრაქტიკული ფაზა, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ჩათვლით, 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სომხეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელ პარტნიორებთან „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტის სამართლებრივი ჩარჩოსა და მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავების მიზნით.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP Company დარეგისტრირდება სომხეთში და მიიღებს უფლებას, განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, რკინიგზა და გზები, ნავთობისა და გაზის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზები.
„სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP კომპანია დარეგისტრირდება სომხეთში და მიიღებს უფლებას, განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა რკინიგზის, გზის, ნავთობისა და [ბუნებრივი] გაზის მილსადენებისთვის, ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისთვის,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელებას სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
- რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
- ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“