ვენესუელაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივსაცემად, შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.


როდრიგესმა ვენესუელის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით, 6 იანვარს გამოაცხადა, რომ 7-დღიანი გლოვა იქნება იმ ახალგაზრდების პატივსაცემად, რომლებიც ვენესუელას და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს იცავდნენ და დაიღუპნენ.


ვენესუელას მთავრობის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოცზე მერი ვენესუელელი ოფიცერი დაიღუპა.

მანამდე, კუბის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 32 კუბელი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა, რის გამოც ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.