აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა შეერთებულ შტატებს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე სანქცირებულ ნავთობის გადასცემს.
ტრამპის თქმით, ამ ნავთობისგან მიღებულ შემოსავლებს თავად გააკონტროლებს.
„ეს ნავთობი საბაზრო ფასად გაიყიდება და ამ თანხას მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გავაკონტროლებ, რათა უზრუნველვყოთ მისი გამოყენება ვენესუელასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მან ენერგეტიკის მინისტრს კრის რაიტს ხსენებული გეგმის დაუყოვნებლივ შესრულება სთხოვა.