აშშ-მა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. შეტყობინება 13 იანვარს გამოჩნდა თეირანში აშშ-ის ვირტუალური საელჩოს ვებსაიტზე. აშშ-ს მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ინტერნეტის განგრძობადი წყვეტა, რის გამოც ურჩევენ უსაფრთხო საკომუნიკაციო საშუალებების მოძიება დაგეგმონ, ასევე, განიხილონ ირანის დატოვების შესაძლებლობა სომხეთის ან თურქეთის გავლით.
„დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი. შეიმუშავეთ ირანის დატოვების გეგმა, აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშე. თუ ვერ ახერხებთ წასვლას, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი თქვენს საცხოვრებელ სახლში ან სხვა შენობაში. მოიმარაგეთ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები,“ - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ს ირანთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობა არ აქვს. ირანაში აშშ-ის ინტერესებს წარმოადგენს შვეიცარიის მთავრობა თეირანში მათ საელჩოს მეშვეობით.
მედიის ცნობით, მსგავსი განცხადება აშშ-ის ვირტუალური საელჩოს ვებგვერდზე 2025 წლის 15 ივნისსაც გამოჩნდა, 22 ივნისის ღამით კი, ვაშინგტონმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.