ჩინეთი „ირანის შიდა საქმეებში გარე ჩარევას ეწინააღმდეგება.“
ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ თეირანი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის, მაშინ აშშ „მკაცრ ზომებს“ მიიღებს.
„ჩინეთი საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებასა და მუქარას არ ეთანხმება,“ - აღნიშნა მაო ნინმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუტები! დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.