უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. რომ დონალდ ტრამპმა უკრაინა ღაზის „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია.
ჟურნალისტებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებას განიხილავენ.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისა და ბელორუსის მიწვევის ფაქტსაც გამოეხმაურა.
„ჩემთვის რთულია, წარმოვიდგინო, როგორ ვიქნებით რუსეთთან ერთად რომელიმე საბჭოში. ეს ამ საბჭოს არ ეხება. უბრალოდ, რუსეთი „ომის საბჭოს“ მომხრეა და ბელარუსიც მის გვერდით დგას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„რუსეთი ჩვენი მტერია, ბელორუსი კი, მათი მოკავშირე,“ - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
დღეს ტრამპა დაადასტურა, რომ საბჭოში პუტინიც მიიწვია.