ზელენსკის სიტყვა დავოსში - საერთაშორისო გამოხმაურება

უკრაინის პრეზიდენტმა 22 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ევროპა მკაცრად გააკრიტიკა. მოკლედ გთავაზობთ, როგორ გააშუქეს ზელენსკის სიტყვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემებმა.


Sky News: ზელენსკიმ Groundhog Day-ის მაგალითით აღწერა ევროპის მრავალჯერადი დაპირებებისა და უმოქმედობის ციკლი;


  • ინფორმაციისთვის, ფრაგმენტი ზელენსკის გამოსვლიდან: „ძვირფასო მეგობრებო, ყველას ახსოვს ბილ მიურეისა და ენდი მაკდაუელის მონაწილეობით შექმნილი შესანიშნავი ამერიკული ფილმი „ზაზუნას დღე“ [Groundhog Day]. არავის სურს ასე ცხოვრება — ერთი და იგივეს გამეორება კვირების, თვეების და, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში. და მაინც, ზუსტად ასე ვცხოვრობთ ახლა. ეს ჩვენი ცხოვრებაა. და ყველა ამ ტიპის ფორუმი ამას ადასტურებს. სულ რაღაც გასულ წელს, აქ, დავოსში, ჩემი გამოსვლა დავასრულე სიტყვებით: „ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი.“ ერთი წელი გავიდა - და არაფერი შეცვლილა. ჩვენ ჯერ კიდევ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ იგივე სიტყვები უნდა ვთქვა.“ „მოდით, დავასრულოთ ეს ‘ზაზუნას დღე’. დიახ, ეს შესაძლებელია. გმადლობთ. დიდება უკრაინას!“

Reuters: ზელენსკი ევროპას სთხოვს ერთიან და სწრაფ მოქმედებას უკრაინის მხარდასაჭერად;


Time: ზელენსკი უკრაინის საკითხზე აშშ-სა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს;

უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერას და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას;


Financial Times: უკრაინის პრეზიდენტი აფრთხილებს ევროპას, რომ ომის დროს ენერგიის უზრუნველსაყოფად უნდა იმოქმედოს;

AP: ზელენსკი ევროპას აკრიტიკებს შენელებული, ფრაგმენტირებული რეაქციისთვის;


ამერიკული მედია აქცენტს ასევე აკეთებს არამხოლოდ ზელენსკის კრიტიკაზე, არამედ, ამერიკასა და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებაზე.