თეთრმა სახლმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების სია, რომელშიც ბელგიაც შედიოდა. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ განაცხადა, რომ ამ სიაში ბელგია შეცდომით შეიყვანეს. სამთავრობო წყაროს ცნობით, აშშ-ს ბელგია ბელორუსში აერია.
„ბელგიას ხელი არ მოუწერია „მშვიდობის საბჭოს“ ქარტიაზე. ეს განცხადება არასწორია. „ჩვენ გვსურს საერთო და კოორდინირებული ევროპული პასუხი. ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავსად, ჩვენც გვაქვს ეჭვები ამ წინადადებასთან დაკავშირებით,“ - დაწერა მინისტმა.
ამერიკულმა საინფორმაციო არხმა NBC-მ მოგვიანებით, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგიამ მართლაც მოაწერა ხელი შეთანხმებას, მაგრამ ბოლო წუთს უკან დაიხია. თუმცა ბელგიის მთავრობის წყაროებმა ოფიციალურად უარყვეს ეს ცნობა და განაცხადეს, რომ თეთრ სახლს ბელგია ბელორუსთან უბრალოდ აერია. თეთრ სახლს საჯაროდ არ განუმარტავს ოფიციალური განცხადებით, მართლაც დაფიქსირდა თუ არა შეცდომა.
Washington Post-ის ცნობით, ხუთშაბათს, 22 იანვარს, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც ხელი მოაწერეს საბჭოში მონაწილეობას, მათ შორის იყო ბელგიაც.
![]()
- ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა გააუქმა
- დავოსში ხელი მოეწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას