პირველი ბლოკ-მატარებლის ფოთის ტერმინალში შესვლასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ორ ნავსადგურს შორის ბლოკ-მატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს.
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ხსენებული ინიციატივა ხელს შეუწყობს ,,შუა დერეფანში“ საკონტეინერო ტვირთების უსაფრთხო და ეფექტურ გადაზიდვებს, რაც მარშრუტს უფრო მიმზიდველსა და მოთხოვნადს გახდის. ამასთან, “საქართველო და აზერბაიჯანი ტვირთმფლობელებს გამარტივებულ სერვისს - ,,ტერმინალიდან კარამდე“ სთავაზობენ.“
ბლოკ-მატარებლის ზუსტი მარშრუტია: ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატი.