უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს ტრამპის თხოვნა. ზელენსკის თქმით, რუსეთი ან თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა, შვიდის ნაცვლად, ან ფსონს დებენ ომზე.
„რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს შეერთებული შტატების ძალისხმევები. ენერგეტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებაზე იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნა, იცით ამის შესახებ. ჩვენი სამომლაპარაკებლო გუნდების შეხვედრის დროს, ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საჭიროა კვირის განმავლობაში დარტყმებისგან თავის შეკავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ფაქტობრივად ეს პარასკევს ღამე დაიწყო და დღეს ღამე რუსებმა, ჩვენი თვალსაზრისით, პირობა დაარღვიეს.
ან რუსეთი ახლა თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა შვიდის ნაცვლად, ან ნამდვილად ფსონს დებენ ომზე და უბრალოდ ამ ზამთრის ყველაზე ცივ დღეებს დაელოდნენ, როდესაც უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ცელსიუსით მინუს 20 გრადუსზე მეტია”, - განაცხადა ზელენსკიმ.