აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი: TRIPP-ის პროექტი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას დასავლეთთან დააკავშირებს

„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას დასავლეთთან დააკავშირებს. ამის შესახებ სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა სერხიო გორმა, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში B5+1-ის ფორუმზე განაცხადა.


გორის თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკის შექმნისა და რეგიონში მდგრადი მშვიდობის შენარჩუნებისკენ.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიული სამშვიდობო სამიტის შემდეგ, ყველა მხარე აგრძელებს „ტრამპის მარშრუტის“ წინ წაწევას, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ პირდაპირ სატრანსპორტო კავშირს სამხრეთ კავკასიის გავლით.


ეს ისტორიული ნაბიჯია ძლიერი, ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკის შექმნისა და რეგიონში მდგრადი მშვიდობის შენარჩუნებისკენ,“ -  განაცხადა გორმა. მანვე აღნიშნა, რომ ეს ახალი სატრანსპორტო დერეფანი ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიის გავლით დასავლეთის ბაზრებთან დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკურ ინტეგრაციასა და სტაბილურობას.