აშშ NATO-ს ორი სამეთაურო პუნქტის მართვას ევროპელებს გადააბარებს.
Reuters-ი სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსის სარდლობის საკადრო გადაადგილების ფარგლებში ევროპელი ოფიცრები ნეაპოლში მდებარე NATO-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობას და ნორფოლკში მდებარე გაერთიანებული ძალების სარდლობას გადაიბარებენ, რომლებსაც ახლა ამერიკელი ადმირალები მართავენ.
წყაროს ინფორმაციით, გადანაწილების ფარგლებში აშშ მოკავშირეთა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სარდლობის მართვის პასუხისმგებლობას აიღებს.
NATO-ს ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ „მოკავშირეები NATO-ს სარდლობის სტრუქტურის ფარგლებში ოფიცრების პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე შეთანხმდნენ და ევროპელი მოკავშირეები ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობაში უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.“