ჯეი დი ვენსი: აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა

აშშ-სა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და აზერბაიჯანს “ხანგრძლივი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ.”


 აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის შემდეგ ვენსმა აღნიშნა, რომ „შეიძლება, ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა.“ „ოპერაციები ჩავატარეთ რთულ პირობებში და მაშინ ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით,” - განაცხადა ვენსმა.


„მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გასწიეს ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. ისინი ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად იბრძოდნენ და ყველაზე გამძლე და ქმედითი დანაყოფების რეპუტაცია დაიმსახურეს,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.