აშშ-ის უდიდესი ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. BBC Verify-მ დაადასტურა, რომ Gerald R Ford-მა პარასკევს, გიბრალტარის სრუტეში ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით გაიარა.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდისა და მისი თანმხლები დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნა ბრძანა, რადგან ტრამპი ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ზომების მიღების საკითხს განიხილავს.


მოსალოდნელია, რომ ავიამზიდს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება ახლო აღმოსავლეთში მისასვლელად და ირანის წინააღმდეგ მოქმედებების დასაწყებად მზადყოფნისთვის.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკამ დიდი ძალები გადაისროლა.