ტრამპი: შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ

„შესაძლოა, კუბაზე მეგობრული კონტროლი დავამყაროთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. „კუბის მთავრობა ჩვენ გვესაუბრება. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ ფული არ აქვთ, არაფერი აქვთ, მაგრამ გვესაუბრებიან,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


ტრამპის ცნობით, კუბასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო „მაღალ დონეზე“ აწარმოებს.

„მათ არც საკვები, არც ნავთობი და არც ფული აქვთ. ეს ქვეყანა ღრმა გასაჭირშია და მათ ჩვენი დახმარება სურთ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.