პაკისტანში, ირანის მთავრობის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა აშშ-ის საკონსულოზე შტურმი სცადეს

პაკისტანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ კარაჩისა და ქვეყნის ჩრდილოეთით მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაშავდა, როდესაც ირანის მთავრობის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა კვირას აშშ-ის საკონსულოზე შტურმი სცადეს. ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.


ძალადობის ფაქტები მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს. პოლიციისა და ყარაჩის საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, შეტაკებების დროს სულ მცირე 50 ადამიანი დაიჭრა და ზოგიერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.