კატარში აცხადებენ, რომ ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას ირანული ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს

კატარში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზას, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.


უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანიდან გაშვებული მეორე ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს.