აბას არაღჩი ირანულ ხომალდზე თავდასხმაზე: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს

აშშ-მ ზღვაში, ირანის სანაპიროებიდან 2 000 მილის დაშორებით, სიმხეცე ჩაიდინა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.


„ინდოეთის საზღვაო ძალების სტუმარს, ფრეგატ „დენას“, რომელსაც 30-მდე მეზღვაური გადაჰყავდა, საერთაშორისო წყლებში გაფრთხილების გარეშე დაარტყეს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს,“ - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.


ცნობისთვის, აშშ-ის წყალქვეშა ნავიდან ირანულ გემზე შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც, ათობით ადამიანი დაიღუპა.