უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში „შაჰედების“ წინააღმდეგ დასახმარებლად კიევმა აშშ-სგან თხოვნა მიიღო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ-სგან თხოვნა მივიღეთ კონკრეტული დახმარების აღმოსაჩენად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „შაჰედებისგან“ დაცვის საკითხში,“ - წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის ცნობით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინელი სპეციალისტების ჩართვის ბრძანება გასცა.
„უკრაინა ეხმარება პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებასა და ჩვენი ხალხის დაცვას უზრუნველყოფენ,“ - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინა წლების განმავლობაში რუსული წარმოების Shahed-ის დრონების - ირანული დიზაინის ცალმხრივი უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების სამიზნე იყო.