ვინ არის მოჯთაბა ხამენეი, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის უზენაეს ლიდერად აითოლა ალი ხამენეის ვაჟი დასახელდა.


აითოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, 56 წლის სასულიერო პირია, რომელსაც არასდროს ეკავა სამთავრობო თანამდებობა.


მამისგან განსხვავებით, 56 წლის ხამენეის არც საჯარო გამოსვლები ჰქონია და არც ინტერვიუები მიუცია  - მისი ფოტოებისა და ვიდეოების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა გამოქვეყნდა. თუმცა წლების განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ცნობა, რომ მას ირანის კულისებში მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.


„WikiLeaks-მა 2000-იანი წლების ბოლოს გამოაქვეყნა მასალა, სადაც მას მოიხსენიებდნენ, როგორც „მოსასხამის მიდგმა მდგომ ძალად“, რომელიც ფართოდ ითვლებოდა „რეჟიმის „უნარიან და ძლიერ“ ფიგურად,“ - წერს AP. 


მოჯთაბა ხამენეი, რომელიც 1969 წლის 8 სექტემბერს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაიბადა, ალი ხამენეის ექვსი შვილიდან მეორეა. მან საშუალო განათლება თეირანის რელიგიურ სკოლაში მიიღო.


ირანული მედიის ცნობით, 17 წლის ასაკში მოჯთაბა ხამენეი ირან-ერაყის ომის დროს მოკლე პერიოდის განმავლობაში მსახურობდა ჯარში. 1999 წელს გაემგზავრა ყუმში, წმინდა ქალაქში, რომელიც შიიტური თეოლოგიის მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება. 


აღსანიშნავია, რომ მანამდე ის სასულიერო ტანსაცმელს არ ატარებდა და გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყვიტა 30 წლის ასაკში სემინარიაში სიარული, რადგან ეს უფრო ხშირად ახალგაზრდობაში ხდება. მოჯთაბა საშუალო რანგის სასულიერო პირად რჩება, რამაც შეიძლება, დაბრკოლება შეუქმნას მის ახლანდელ ლიდერობას.


მოჯთაბა ხამენეი რამდენიმეჯერ დაადანაშაულეს პოლიტიკური ჩარევაში — 2005-ში არჩევნებში და 2009-ში, როდესაც მათი მხარდაჭერა აჰმადინეჟადის ხელახლა არჩევას დაემთხვა, რასაც მასობრივი პროტესტები (მწვანე მოძრაობა) მოჰყვა.


სემინარიულ სისტემაში „აიათოლას“ წოდების ქონა ადამიანის სამეცნიერო დონის, ცოდნის მაჩვენებლებად ითვლება და მომავალი ლიდერისთვის ერთ-ერთ მოთხოვნად და წინაპირობად ითვლება. თუმცა ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. მისი მამა, ალი ხამენეი, 1989 წელს ირანის მეორე უზენაესი ლიდერი გახდა და სწრაფადაც დააწინაურეს. 


ცნობისთვის, ირანის უზენაეს ლიდერს სახელმწიფოს ყველა საკითხში საბოლოო სიტყვა ეკუთვნის.


გადაწყვეტილებას დანიშვნის შესახებ საბჭოს 88 წევრი იღებს.


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი შაბათს, 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისრაელის პირველი დარტყმების დროს დაიღუპა.


მისი სიკვდილის შემდეგ ირანს დროებით მართავს საბჭო, რომლის შემადგენლობაში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან ერთად არიან სასამართლო ხელისუფლების მეთაური და „კონსტიტუციის გუშაგთა“ საბჭოს ერთ-ერთი წევრი.


ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი იყო 1989 წლიდან.


ისლამური რესპუბლიკა 1979 წელს მონარქიის დამხობის შემდეგ დაარსდა და მისი იდეოლოგიის მიხედვით, უზენაესი ლიდერი უნდა შეირჩეს მისი რელიგიური სტატუსისა და დადასტურებულად ლიდერული უნარების მიხედვით და არა - მემკვიდრეობით. თავისი მმართველობის დროს ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის მომავალ ლიდერობაზე მხოლოდ ზოგადად საუბრობდა. 


ექსპერტთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ორი წლის წინ განაცხადა, რომ ალი ხამენეი ეწინააღმდეგებოდა მისი შვილის კანდიდატობას, თუმცა მას საჯაროდ არასდროს გამოუთქვამს აზრი ასეთ სპეკულაციებზე.